LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში უკრაინიდან ჯავშნები ჯერ არ გაუქმებულა: „როგორც ჩანს, უკრაინელმა ტურისტებმა გადაწყვიტეს მეტი იმოგზაურონ“

148
55ef5d3bc59e4baeabfdc1cb4aa1

საქართველოში უკრაინიდან ჯავშნები ჯერ არ გაუქმებულა. „როგორც ჩანს, უკრაინელმა ტურისტებმა გადაწყვიტეს მეტი იმოგზაურონ“, – ამის შესახებ გადაცემაში „საქმიანი დილა“ Check-in Travel-ის გენერალურმა დირექტორმა ია გედევანიშვილმა განაცხადა. მან იმ საკითხზე ისაუბრა, თუ როგორ აისახება უკრაინაში არსებული ვითარება საქართველოს ტურიზმის სექტორზე და თქვა, რომ ჯერჯერობით, პოლიტიკური მიზეზით, საქართველოში უკრაინიდან ჯავშნები არ გაუქმებულა.

„უკრაინაში მიმდინარე მძიმე პოლიტიკური ვითარება არ ასახულა საქართველოს ტურიზმის სექტორზე, არც ერთი ჯავშანი არ გაუქმებულა ამ მიზეზით, რასაც ვერ ვიტყვით პანდემიით გამოწვეულ დანაკარგებზე. მეტიც, როგორც ჩანს, უკრაინელმა ტურისტებმა გადაწყვიტეს პირიქით, მეტი იმოგზაურონ,” – განაცხადა Check-in Travel-ის გენერალურმა დირექტორმა „საქმიან დილაში“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები