LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში წარმოებულ საბავშვო ტანსაცმელს მსოფლიო გაიცნობს

89
ჰჰ

სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით, ქართულ კომპანიებს შესაძლებლობა აქვთ, მონაწილეობა მიიღონ ბავშვის ტანსაცმლის საერთაშორისო ონლაინ გამოფენაში – PLAYTIME MARKETPLACE 2021, 23-25 იანვარს.

ონლაინ გამოფენაზე დამატებითი ინფორმაციისთვის და რეგისტრაციის პირობების შესახებ, უნდა გადახვიდეთ ბმულზე – http://tradewithgeorgia.com/events/playtime

ცნობისთვის, საერთაშორისო გამოფენა PLAYTIME წარმოადგენს ბავშვის ტანსაცმლის სექტორში ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ღონისძიებას. გამოფენა ტრადიციულად იმართება ნიუ-იორკში, პარიზსა და შანხაიში. ბოლო წლების განმავლობაში გამოფენის მასშტაბი მნიშვნელოვნად გაიზარდა. 2019 წლის სეზონზე პარიზში ჩატარებულ გამოფენაზე წარმოდგენილი იყო 400-ზე მეტი ბრენდი, მათ შორის ბევრი ახალი კომპანიაც. ვიზიტორების რაოდენობამ შეადგინა 7200-მდე ადამიანი, რომლებიც წარმოდგენილი იყვნენ 69 სხვადასხვა ქვეყნიდან, მათ შორის, დიდი ბრიტანეთიდან, იაპონიიდან და აშშ-დან.

მიმდინარე წელს ეპიდემიოლოგიური სიტუაციიდან გამომდინარე, გამოფენამ გადაინაცვლა ონლაინ პლატფორმაზე, რომელიც უკვე აქტიურად მუშაობს და დიდ ინტერესს იწვევს საერთაშორისო საზოგადოებაში, როგორც გამომფენებში, ასევე ვიზიტორებში.

კომპანიების შერჩევა განხორციელდება სააგენტოს მიერ შემუშავებული და დამტკიცებული კომპანიების შერჩევის და თანადაფინანსების დოკუმენტის საფუძველზე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g