LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში ყველა ბავშვისთვის ვაქცინა არის უფასო და უმაღლესი ხარისხის – პაატა იმნაძე

93

“საქართველოში ყველა ბავშვისთვის ვაქცინა არის უფასო და უმაღლესი ხარისხის,” – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო საბჭოს ხელმძღვანელმა,  პაატა იმნაძემ სავალდებულო აცრებთან მიმართებაში განაცხადა.

იმნაძის თქმით, ვაქცინის ხარისხთან დაკავშირებით ინსინუაციები აბსოლუტურად მიუღებელია.

„საქართველოში ვაქცინა არის უფასო არა მარტო სოციალურად დაუცველი ფენებისთვის, არამედ ყველა ბავშვისათვის. ეს ვაქცინები არის აბსოლუტურად უმაღლესი ხარისხის, რაც კი შეიძლება დღეს იყოს მსოფლიოში. ამ ვაქცინების აბსოლუტური უმრავლესობა ევროკავშირის ქვეყნებში გამოიყენება,“ – განაცხადა პაატა იმნაძემ.

მისივე თქმით, 90 წლებიდან მოყოლებული საქართველოში აცრის შემდგომი გართულების ან ინფექციის არც ერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა.

magti 5g