LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში ყველა მატარებელსა და სადგურზე ხელის სადეზინფექციო ხსნარის დისპენსერები დამონტაჟდება

341
ფოტო1

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, „საქართველოს რკინიგზის“ მაგისტრალური და საგარეუბნო მიმოსვლის ყველა მატარებელი და  სარკინიგზო სადგურები ყოველდღიურად სპეციალური სადეზინფექციო ხსნარებით მუშავდება.

გარდა იმისა, რომ მათი დასუფთავება და სველი წესით დალაგება,  დადგენილი ნორმების შესაბამისად ყოველდღე მიმდინარეობდა,  სარკინიგზო შემადგენლობებში და  სადგურებში  დამატებითი დეზინფექცია ჩატარდება დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ რეკომენდირებული სადეზინფექციო საშუალებებით.

ასევე, ყველა სამგზავრო მატარებელსა და სადგურებზე დამონტაჟდება ხელის სადეზინფექციო ხსნარის დისპენსერები.

სარკინიგზო ტრანსპორტისა და სადგურების  დეზინფიცირების რეკომენდაცია კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი საკოორდინაციო საბჭოს მხრიდან გაიცა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g