ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს „მთის კურორტების განვითარების კომპანიამ“ 2021 წლის სამთო-სათხილამურო სეზონი დაასრულა.
სამთო-სათხილამურო კურორტებზე სეზონი კოვიდ პროტოკოლის ყველა წესის დაცვით 8 მარტს გაიხსნა, გუდაურის შემთხვევაში 25 აპრილამდე გაგრძელდა, დანარჩენ კურორტებზე კი ბუნებრივი კლიმატური პირობების გათვალისწინებით აპრილის შუა რიცხვებიდან ეტაპობრივად დაიხურა.
აღსანიშნავია, რომ 2021 წლის სამთო-სათხილამურო სეზონზე ოთხივე კურორტზე (გუდაური, ბაკურიანი, გოდერძი, მესტია) 134183 ვიზიტორი დაფიქსირდა მთაზე, ხოლო გაყიდული ბელეთების რაოდენობამ (ყველა კატეგორია) 78462 შეადგინა.
2021 წლის სეზონზე გუდაურის სათხილამურო არეალს 83055, ბაკურიანისას – 35166, გოდერძის – 7262, ხოლო მესტიას (თეთნულდი, ჰაწვალი) 8700 ვიზიტორი სტუმრობდა.