LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში სიკვდილიანობის მაჩვენებელი გაორმაგდა, ძირითადი მიზეზი კატარსტროფულად ჩავარდნილი ვაქცინაციაა: “ევროპული საქართველო”

41
1

“საქართველო 140 ქვეყანას ჩამორჩება ვაქცინაციის ტემპით, სადაც მხოლოდ მოსახლეობის 2%-ია ვაქცინირებული, სადაც ბოლო თვეებში გაორმაგდა სიკვდილიანობის მაჩვენებელი და დღეს ზედა ოცეულშია ერთ მილიონ მოსახლეზე ყველაზე მძიმე მაჩვენებლით,” – “ევროპული საქართველოს ლიდერებმა, გიგა ბოკერიამ და ვახტანგ კალოიანმა ბრიფინგი გამართეს და ხელისუფლების მხრიდან ეპიდემიის მართვასა და მძიმე სიტუაციიდან გამოსავალზე ისაუბრეს.

გიგა ბოკერიას თქმით, ხელისუფლებას, იმის ნაცვლად, რომ ეპიდემიის სამართავად რეალური ნაბიჯები გადაედგა, დაკავებული იყო თვითქებით, ოპონენტების დამუნათებით და მოქალაქეების დამადლებით:

“ჩვენ ყველას, მთელს ქართულ საზოგადოებას, თვეების განმავლობაში, შარშანდელიდან მოყოლებული, გვესმოდა ივანიშვილის რეჟიმის სხვადასხვა წარმომადგენელისგან, მათი პროპაგანდისგან ნიაღვარი საკუთარი თავის ქების, განცხადებები, როგორ მაგრად მართეს კოვიდვითარება, რომ თურმე მსოფლიომ უნდა ისწავლოს ივანიშვილის რეჟიმის წარმომადგენლებისაგან, როგორ უნდა გადადგა ნაბიჯები რთულ ვითარებაში.

ამ დროს მილიონობით ლარი დაიხარჯა წინასაარჩევნოდ, ივანიშვილის მთავრობის სხვადასხვა წარმომადგენლების პიარზე, მიმდინარეობდა დამადლება ჩვენი მოქალაქეების იმის, რომ როგორ არ ვუფასებთ ჩვენ, განსაკუთრებთ ოპონენტები, ამ ყველაფერს მთავრობას და, საბოლოო ჯამში, მივიღეთ უმძიმესი ვითარება, როდესაც საქართველო 140 ქვეყანას ჩამორჩება ვაქცინაციის ტემპით, სადაც მხოლოდ მოსახლეობის 2%-ია ვაქცინირებული, სადაც ბოლო თვეებში გაორმაგდა სიკვდილიანობის მაჩვენებელი და ზედა ოცეულშია დღეს ერთ მილიონ მოსახლეზე ყველაზე მძიმე მაჩვენებლით.” – თქვა ბოკერიამ.

როგორც პარტიის კიდევ ერთ-ერთმა ლიდერმა, ვახტანგ კალოიანმა აღნიშნა, იმისათვის, რომ ქვეყანა მძიმე ვითარებიდან გამოვიდეს, საჭიროა დღეში მინიმუმ 20 000 მოქალაქის ვაქცინაცია და საგადასახადო ტვირთის მინიმუმ 2 მილიარდი ლარით შემცირება:

“ბოლო პერიოდის განმავლობაში, მთავარი გამოწვევა გაზრდილი სიკვდილიანობაა, 2-ჯერ გაიზარდა სიკვდილიანობა ბოლო თვეების განმავლობაში და ჩვენ ზედა ოცეულში ვართ ამ მონაცემებით.

ამას აქვს ორი ძირითადი მიზეზი, ერთი ცუდი ვაქცინაცია, კატარსტროფულად ჩავარდნილი ვაქცინაცია და ჩვენ მხოლოდ 2% ვართ ვაქცინირებული საქართველოს მოქალაქეები, 140-ე ადგილას ვართ, 5 მილიარდი მობილიზებული ლარიდან მხოლოდ 17 მილიონია დახარჯული ვაქცინაციაზე, როდესაც უამრავი გაუაზრებელი და არაეფექტური ხარჯი გვქონდა ქუჩების მორეცხვით, რობოტი პეპერით და სასტუმროების არაეფექტური გამოყენების სახით.

არათანმიმდევრული, არაპროგნოზირებადი და არაადეკვატური შეზღუდვების გამო, ჩვენ უზარმაზარი ტვირთი გვქონდა, მე-15 ადგილზე ვიყავით შეზღუდვების ტვირთით და გვისწრებდა მხოლოდ ჩვენზე ბევრად მდიდარი ან სრულიად ავტორიტარული სახელმწიფოები.

ამ ფონზე კატასტროფული პრობლემები გვქონდა ტესტირებაში, ერთი წელი დაგვჭირდა, რომ 30 000 ტესტზე ავსულიყავით დღეში, დიდი ხნის მანძილზე ვიყავით ანტიბიოტიკების, ჟანგბადის გარეშე. სახელმწიფომ საერთოდ უგულებელყო სამედიცინო პერსონალის მომზადება და მხოლოდ საკუთარი მობილიზაციისა და თვითორგანიზებით გვაქვს მეტნაკლებად ის არატრაგიკული შედეგი, რაც გვაქვს.” – თვა კალოიანმა.

მისივე თქმით, ვირუსის მასობრივი გავრცელება გამოიწვია იმანაც, რომ კოვიდ და არაკოვიდ კლინიკები არ განცალკევდა:

“არ გავყავით კოვიდ და არაკოვიდ კლინიკები, რამაც მასიური გავრცელება გამოიწვია.
გამოსავალი, ტრაგიკულია ის, რომ არის ძალიან მარტივი. ჩვენ გვჭირდება ვაქცინირებული მოქალაქეები, დღეში 20 000 და ეს იქნება სერიოზული უსაფრთხოების ბალიში ჩვენთვის შემოდგომაზე, გვჭირდება საგადასახადო ტვირთის შემცირება 2 მილიარდი ლარით, რაც მნიშვნელოვანი იქნება ჩვენი მოქალაქეებისთვის და მინიმალური მონდომების პირობებში, ძალიან მარტივია ტექნიკური საკითხების მოგვარება და სიკვდილობის მინიმუმ განახევრებაც აბსოლიტურად მიღწევადია.” – თქვა კალოიანმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები