LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„საქკაბელი“ ევროპის ქვეყნებში პროდუქციის გასატანად ემზადება

179

სააქციო საზოგადოება “საქკაბელი” ევროკავშირის ქვეყნებში პროდუქციის გასატანად ემზადება. როგორც კომპანიაში აცხადებენ, მომავალმა დამკვეთებმა კომპანიის პროდუქციას ლაბორატორიული კვლევა ჩაუტარეს და დადებითი შეფასება მისცეს.

შეგახსენებთ, “საქკაბელი” საქართველოში საკაბელო პროდუქციის ყველაზე დიდი საწარმოა. ქარხანა, რომელიც 1958 წელს დაარსდა, ამჟამად აწარმოებს 74 ტიპის 2000-მდე დასახელების პროდუქტს . “საქკაბელის” მიერ წარმოებული პროდუქციით განხორციელდა საქართველოს ქალაქებისა და სოფლების გამრიცხველიანების პროცესი და შეიცვალა გარე განათების სისტემა საქართველოს დიდ ქალაქებში. “საქკაბელის” მიერ დამზადებული კაბელებით უკავშირდება საქართველოს ელექტროსისტემა აზერბაიჯანს, სომხეთს, რუსეთსა და თურქეთს. ქარხანაში დამზადებული კაბელები 2010 წლიდან ექსპორტზე სომხეთში გადის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g