LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქონლის ხორცი მეზობელ ქვეყნებს შორის ყველაზე იაფი საქართველოში ღირს

116
საქონლის ხორცი

მონაცემთა ერთ-ერთმა უმსხვილესმა ბაზამ Numbeo საქონლის ხორცის ფასის რეიტინგი განაახლა.

მიმდინარე წლის მონაცემების მიხედვით, რომლებიც მარკეტებში ამჟამად არსებულ ფასებს ეფუძნება, 1 კგ საქონლის ხორცი მსოფლიოში ყველაზე ძვირი – 48.75 დოლარი შვეიცარიაში, ყველაზე იაფი კი – 4.11 დოლარი პაკისტანშია.

რეიტინგში მოხვედრილ 126 ქვეყანას შორის საქართველო 82-ე ადგილზეა. ჩვენს ქვეყანაში 1 კგ საქონლის ხორცი 9.45 დოლარი ღირს.

როგორც რეიტინგიდან ირკვევა, მეზობელ ქვეყნებს შორის საქონლის ხორცი ყველაზე იაფი სწორედ საქართველოშია, რადგან ის აზერბაიჯანში 9.88 დოლარი, სომხეთში – 11.82 დოლარი, თურქეთში კი 19.88 დოლარი ღირს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g