LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქპატენტის წარმომადგენელი ჟენევაში საავტორო უფლებებისა და ხელოვნური ინტელექტის შესახებ მოხსენებით წარდგა

106
საქპატენტი

შვეიცარიის ქალაქ ჟენევაში, ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის (WIPO) სათავო ოფისში, საავტორო და მომიჯნავე უფლებათა მუდმივმოქმედი კომიტეტის 46-ე სესიასთან ერთად, საავტორო უფლებებისა და გენერაციული ხელოვნური ინტელექტის შესახებ საინფორმაციო სესია ჩატარდა, რომელშიც მონაწილეობა მიიღო საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის – „საქპატენტის“ გამოგონებისა და ახალი ჯიშების დეპარტამენტის უფროსმა მერი მაჭარაშვილმა.

სესია პანელურ დისკუსიებს დაეთმო, რომლებიც ისეთ თემებს მიეძღვნა, როგორებიცაა: საავტორო უფლებები და ხელოვნური ინტელექტი, საავტორო უფლებები ხელოვნური ინტელექტის მიერ გენერირებულ მასალასთან მიმართებით.

გენერაციული ხელოვნური ინტელექტი ტექნოლოგიაა, რომელიც იყენებს რთულ ალგორითმებსა და მანქანური სწავლების მოდელებს გარკვეული მონაცემებიდან წესების დასამახსოვრებლად. მას შეუძლია შექმნას ტექსტის, გამოსახულებისა და მუსიკის ახალი შინაარსი, რომელიც სტილითა თუ სტრუქტურით ორიგინალის მსგავსია და კონტენტის შექმნის სისწრაფეს განაპირობებს.

სესიის ფარგლებში მონაწილეებმა იმსჯელეს დისკუსიაში მონაწილე ქვეყნების მიდგომაზე, რომლებიც ეხება ხელოვნური ინტელექტის განვითარების დროს სხვადასხვა ინტერესის დაბალანსებას. ყურადღება ასევე გამახვილდა საავტორო უფლებებსა და მათ გათვალისწინებაზე იმ შემთხვევებში, როცა ხელოვნური ინტელექტის მოდელები სწავლობენ მონაცემებს, რომლებიც შეიცავს საავტორო უფლებებით დაცულ მასალებს. განხილული იყო გამოწვევები, რომლებიც უკავშირდება ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილი ნაწარმოებების საავტორო უფლებებით დაცვის საკითხს. გარდა ამისა, პანელურ დისკუსიებზე განიხილეს საავტორო უფლებების დარღვევისა და ამასთან დაკავშირებული პასუხისმგებლობის საკითხები ხელოვნური ინტელექტის მიერ გენერირებული მასალის კონტექსტში.

ღონისძიების ფარგლებში საქპატენტის წარმომადგენელმა ისაუბრა საქართველოს გამოცდილებაზე საავტორო უფლებებისა და ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით. მერი მაჭარაშვილმა ყურადღება ასევე გაამახვილა რეფორმებზე, რომლებიც საქართველოში საავტორო უფლებების დაცვის კუთხით განხორციელდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g