საქართველოს სტატისტიკის ეროვნულ სამსახურსა და ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
მემორანდუმს ხელი საქსტატის აღმასრულებელმა დირექტორმა გოგიტა თოდრაძემ და სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა ჯაბა სამუშიამ მოაწერეს.
დოკუმენტის თანახმად, უნივერსიტეტის სტუდენტები უწყებაში სასწავლო პრაქტიკას გაივლიან, რაც მათ ცოდნის გაღრმავებასა და პრაქტიკული უნარ-ჩვევების გაუმჯობესებაში დაეხმარება.