სარა ჯესიკა პარკერმა სერიალის „სექსი დიდ ქალაქში“ ახალ ეპიზოდში უკან დააბრუნა ქერი ბრედშოუს მთელი მოდური გარდერობი. მათ შორის ის სამოსი, რომელიც წლებია, საკულტოდ ითვლება. ამჯერად პარკერმა „ინსტაგრამზე“ გამოაქვეყნა ფოტო, სადაც ის „ვერსაჩეს“ ულამაზეს კაბაში პოზირებს. ეს სწორედ ის კაბაა, რომელიც მსახიობს 2004 წელს სერიალის ერთ-ერთ ეპიზოდში აცვია და რომელიც მოდის ექსპერტებმა საუკეთესოდ შეაფასეს.
„ვერსაჩეს“ კაბის ღირებულება 80 ათასი დოლარია. ეს გახლავთ ნაცრისფერი კაბა, ატლასით, მაქმანებით, ხელნაკეთი დეტალებით და ის ნამდვილად ერთ-ერთი საუკეთესოა „ვერსაჩეს“ კოლექციიდან.
„გლადიატორის სანდლები“ – სარა ჯესიკა პარკერი გადაღებაზე ქერი ბრედშოუს ცნობილი ფეხსაცმლით გამოჩნდა