LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ჩვენ მხარს ვუჭერთ გოგონებს, რომლებმაც ეს სირთულე გადალახეს და ხმა ამოიღეს“ – სარა ჯესიკა პარკერი, სინტია ნიქსონი და კრისტინ დევისი დუმილს არღვევენ

147
page

საკულტო სერიალის, „სექსი დიდ ქალაქში“ ნანატრი ახალი სეზონის პრემიერა შედგა. დიდი დაბრუნება საკმაოდ ტრაგიკულად დაიწყო. პირვეივე სერიაში კრის ნოტის გმირი გულის შეტევით იღუპება, მას არც რეალურ ცხოვრებაში გაუმართლა.

„დიდი დაბრუნებით“ გაბედნიერებული ვარსკვლავები – ფოტოები ინტერნეტს იპყრობს

ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ 67 წლის ნოტს სამი ქალბატონი სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებს. სკანდალური ინფორმაციის გავრცელების შემდეგ საზოგადოება სარა ჯესიკა პარკერის, სინტია ნიქსონისა და კრისტინ დევისის რეაქციას ელოდა და აი, გოგონებმა დუმილი დაარღვიეს და ერთობლივი განცხადებაც გაავრცელეს.

კრის ნოტს ორი ქალბატონი სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებს

„ძალიან დამწუხრებული ვართ ამ ინფორმაციით. ჩვენ მხარს ვუჭერთ გოგონებს, რომლებმაც ეს სირთულე გადალახეს და ხმა ამოიღეს, ეს ძალიან რთულია, ამიტომ ჩვენ მადლიერები ვართ მათი“, – აცხადებენ გოგონები.