LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კრის ნოტს ორი ქალბატონი სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებს

154
sdfsdf

სულ ცოტა ხნის წინ, საკულტო სერიალის, „სექსი დიდ ქალაქში“ ახალი სეზონის, And Just Like That პრემიერა შედგა. ჯერჯერობით მხოლოდ 3 სერია ვიხილეთ, სერიალის სტარტი დიდი დანაკლისით დაიწყო, ქერი ბრედშოუს „ცხოვრების ჭეშმარიტი სიყვარული“, მისტერ ბიგი, გულის შეტევით დაიღუპა.

„დიდი დაბრუნებით“ გაბედნიერებული ვარსკვლავები – ფოტოები ინტერნეტს იპყრობს

ფოტო: საკულტო სერიალის, „სექსი დიდ ქალაქში“ პრემიერა შედგა – გოგონები წითელ ხალიჩას იპყრობენ

სულ ცოტა ხნის წინ შოკისმომგვრელი ინფორმაცია გავრცელდა. კრის ნოტს სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებენ. ორი ქალბატონი აცხადებს, რომ კრისმა მათზე 2004 და 2015 წლებში სექსუალურად იძალადა. ამის შესახებ The Hollywood Reporter წერს. გამოცემის ინფორმაციით, ქალბატონებმა, რომლებიც ერთმანეთს არ იცნობენ, საჩივრით სასამართლო უწყებას, რამდენიმე თვის წინ მიმართეს. კრის ნოტი ბრალდებას კატეგორიულად უარყოფს. სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.

ფოტო: ვის კოცნის მისტერ ბიგი? – კრის ნოტი საკულტო სერიალის პრემიერაზე

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები