LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სარესტორნო სფეროსთვის ნებისმიერი დამატებითი შეზღუდვა სრული “ლოქდაუნის” ტოლფასია -რესტორნების ასოციაცია

134
3466

რესტორნების ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი შოთა ბურჯანაძე ამბობს, რომ ნებისმიერი დამატებითი შეზღუდვა, რომელიც შეიძლება სარესტორნო სფეროში დაწესდეს, ამ სფეროსთვის “ლოქდაუნის” ტოლფასი იქნება.

მისი თქმით, მინისტრების მხრიდან აღინიშნა, რომ სექტორი ინფექციის გავრცელების რისკს ქმნის. მისი განცხადებით, პრობლემის გადასაჭრელად ეკონომიკური გუნდის მინისტრების მხრიდან სამი შესაძლო იდეა დასახელდა: სრულად მიტანის სერვისზე გადასვლა, სამუშაო საათების შემცირება და შაბათ -კვირას მუშაობის შეზღუდვა და ამასთან, მთავრობა სარესტორნო ბიზნესის წარმომადგენლების მხრიდანაც ელის იდეებს, რათა ოპტიმალური გადაწყვეტილება იქნას მიღებული.

მინისტრების მხრიდან უცხოეთის მაგალითები იქნა მოყვანილი წერტილოვანი შეზღუდვების შესახებ, შაბათ -კვირის აკრძალვა, რესტორნების მუშაობის დროის შემცირება და მიტანის ფორმატზე გადასვლა. ნებისმიერი დამატებითი შეზღუდვა, ამ სფეროს „ლოქდაუნს“ ნიშნავს. დღესდღეობით რესტორნების დიდი უმრავლესობა მინუსზე მუშაობს, დაკეტვის შემთხვევაში მათ ვერ შეუმსუბუქდებათ საბანკო თუ სხვა ვალდებულებები და უფრო მეტი ფული ექნებათ სახლიდან მოსატანი. მე მარტივად განვუმარტე, რომ გადაწყვეტილება შეზღუდვების შესახებ, ნიშნავს ასიათასობით ადამიანის უმუშევრად დატოვებას. დილემური საკითხია და აუცილებელია ოქროს შუალედის გამონახვა, ამიტომ მსჯელობა გაგრძელდება. ჩვენი მხრიდან ელოდებიან ინიციატივებს, რომელიც სიტუაციას გაანეიტრალებს და შეზღუდვების საჭიროებას მოხსნის და საბოლოოდ ერთობლივად მივალთ კონსენსუსამდე“,-აღნიშნა შოთა ბურჯანაძემ.

პრემიერ – მინისტრის დავალებით, ვიცე-პრემიერ მაია ცქიტიშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის ეკონომიკური გუნდი კერძო სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრებს მართავს.

 

magti 5g