შვეიცარიაში ორი მატარებლის შეჯახების შედეგად 30-მდე ადამიანი დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა metro ადგილობრივ პოლიციაზე დაყრდნობით იუწყება.
გამოცემის ცნობით, ინციდენტი ანდერმატში მოხდა. დაშავებულთა შესახებ დამატებითი ინფორმაცია ამ დროისთვის არ ვრცელდება. ასევე, უცნობია ავარიის გამომწვევი მიზეზები.