ქრისტინე ლომთათიძე, რომელსაც მეცხრე დღეა, ბებია ჰყავს გარდაცვლილი, იმის გამო, რომ ერთადერთი ტრაქტორი, რომელიც მისი სახლიდან სასაფლაომდე გზის გაწმენდას შეძლებს, გაფუჭებულია, მიცვალებულის დაკრძალვას ვერ ახერხებს.
აღნიშნულის შესახებ მან გადაცემა „რეაქციაში“ განაცხადა.
„რამდენჯერმე დავრეკე მაღალჩინოსნებთან, ბევრი ადამიანის შეწუხება მომიწია, ერთ-ერთი საუბრის დროს, მეუბნებიან, თქვენ რა იცით, ოჯახში მიცვალებული ჰყავთ თუ არა, ვეუბნები, რომ ოჯახის წევრი ვარ, მათი კითხვა იყო სამარცხვინო-რომელი შვილი ხართო?
გამგეობის წარმომადგენელი იყო, რომელსაც არ ვიცნობ, ერთადერთი, ხიდისთავის გამგეობიდან რაც შეძლეს, შეეცადნენ, რომ მანქანით აეყვანათ ოჯახის წევრები სახლამდე, მაგრამ მაინც ვერ მიაღწიეს სახლამდე და მამიდა კვლავ უკან დააბრუნეს. სასაფლაომდე მისასვლელი გზა ფიზიკურად არ არის.
დღეს უნდა გაეწმინდათ გზა, რომ ხელით გაგვესვენებინა მიცვალებული, მაგრამ გაფუჭდა ნაწილი და ხვალ დილას გავაგრძელებთ მუშობასო. ვერ დავკრძალეთ მიცვალებული. შუქი არ არის, გენერატორი ვერ მოგვაწოდა ვერავინ, წარმოიდგინეთ, რა ვითარებაში გვიწევს მიცვალებულის გაჩერება. ყველა ტექნიკა ფიზიკურად ვერ ადის, რადგან ჩვენ გზაზე ვიწროა. ერთი ტრაქტორი ჰყავდათ ის და გაფუჭებულია და მეწიეთში აყენია. დაგვპირდნენ, ხვალ დილას გავაკეთებთ და გავწმენდთ გზასო“, – ამბობს ქრისტინე ლომთათიძე.
მისივე თქმით, ხვალაც თუ ვე მოხერხდება ტაქტორის შეკეთება, ყველგან გაავრცელა ინფორმაცია, რომ იქნებ ახალგაზრდა ბიჭები დაახმარონ და ნიჩბებით მაინც გაკვალონ გზა სასაფლაომდე.
სხვა რომ ვერაფერი მოვახერხე, დღეს გავავრცელე ინფორმაცია ყველგან, რომ თუ ვერ ახერხებთ დახმარებას, ახალგაზრდა ბიჭები დაგვახმარეთ, რომ სახლიდან სასაფლაომდე გზა ნიჩბებით გავთოვლოთ“, – ამბობს ის.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღეა გურიაში დიდთოვლობით გამოწვეულ პრობლემებს ებრძვიან.
„თბილისში არ გვაქვს თოვლი, იმიტომ რომ „სმოგი“ გვაქვს, რაც ძალიან ცუდია“ – ნინო ჩხობაძე