LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სასამართლო სისტემის მიმართ ნდობის გაზრდა არის გამოწვევა – დიმიტრი გვრიტიშვილი

96

“საზოგადოების ნდობა სასამართლოს მიმართ არ არის მაღალი, ამ მიმართულებით ღონისძიებების გატარებაა საჭირო,” – ამის შესახებ იუსტიციის საბჭოს მოსამართლე წევრმა, დიმიტრი გვრიტიშვილმა სასამართლო სისტემის საკომუნიკაციო სტრატეგიაზე საუბრისას განაცხადა, რომელსაც დღეს იუსტიციის საბჭოს სხდომაზე განიხილავენ.

გვრიტიშვილის თქმით, დღეისთვის სასამართლო სისტემის მიმართ ნდობის გაზრდა არის გამოწვევა, რაზეც მუდმივი მუშაობა მიმდინარეობს. მისივე განცხადებით, სასამართლო უნდა გადავიდეს მონოლოგის რეჟიმიდან დიალოგის რეჟიმზე და საზოგადოებას მიაწოდოს ინფორმაცია მათთვის საინტერესო გადაწყვეტილებების შესახებ.

“ჩვენ არასდროს ვერიდებით სასამართლო სისტემის წინაშე არსებული გამოწვევებზე საუბარს და პრობლემების აღიარებას, ამიტომ ამ სტრატეგიის შემუშავება იმით იყო განპირობებული, რომ არსებობს გარკვეული ნდობის ხარისხის პრობლემა. საზოგადოების ნდობა სასამართლოს მიმართ არ არის იმდენად მაღალი, რომ ჩავთვალოთ, ამ მიმართულებით ღონისძიებების გატარება აღარ არის საჭირო. ამიტომ საბჭომ ევროკავშირის პროექტის ფინანსური მხარდაჭერითა და ექსპერტების ჩართულობით, შეიმუშავა საზოგადოებასთან კომუნიკაციის სტრატეგია, რომელშიც სწორედ იმ გამოწვევაზეა საუბარი, რაც საზოგადოების ნდობას შეეხება. ჩვენი მიზანია,  საზოგადოებას სასამართლო სისტემაში მოვლენებისა და გადაწყვეტილებების შესახებ მუდმივ რეჟიმში მივაწოდოთ ინფორმაცია. რეკომენდებულია, რომ სასამართლო სისტემა მონოლოგის რეჟიმიდან გადავიდეს მუდმივი დიალოგის რეჟიმში,” – განაცხადა დიმიტრი გვრიტიშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g