LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სასამართლომ ანდრო ჭიჭინაძის, ონისე ცხადაძის და კიდევ 9 პირისთვის აღკვეთის ღონისძიების, პატიმრობის გაუქმების თაობაზე ადვოკატების შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა და ბრალდებულები პატიმრობაში დატოვა

120
ანდრო ჭიჭინაძე

რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციების ფარგლებში დაკავებული მსახიობის, ანდრო ჭიჭინაძის, იუმორისტ ონისე ცხადაძისა და კიდევ 9 დაკავებულისთვის აღკვეთის ღონისძიება პატიმრობის გაუქმების თაობაზე, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ნინო გალუსტაშვილმა არცერთი ადვოკატის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა და ყველა ბრალდებული პატიმრობაში დატოვა.

სასამართლოს სხდომაზე ადვოკატებმა სათითაოდ დააყენეს პატიმრობის გაუქმების ან გირაოთი შეცვლის შუამდგომლობა, მსახიობ ანდრო ჭიჭინაძის ადვოკატმა კი დააყენა გირაოს გარეშეც პატიმრობის გაუქმების შუამდგომლობა და მოითხოვა, რომ ანდრო ჭიჭინაძეს ბრალდებულის სკამი გირაოს გარეშე დაეტოვებინა.

ადვოკატების მტკიცებით, საქმეში არ არსებობს არანაირი პირდაპირი მტკიცებულება, რითაც პარლამენტთან მიმდინარე აქციის დროს ბრალდებულთა ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა ირკვევა. მათივე თქმით, მეტიც, საქმის მთავარი გამომძიებლის, არსენ ხუნაშვილის ჩვენებაც მთავარი მტკიცებულებაა იმისა, რომ არცერთ პირს, რომლებიც ბრალდებულის სკამზე სხედან, პირდაპირი კავშირი არ უდგინდებათ ორგანიზატორებთან და რომ ზოგადად ბრალდებულებს შორის არანაირი კავშირი არ ვლინდება.

შეგახსენებთ, პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით 11 პირი დააკავეს.

დაკავებულებს – ანდრო ჭიჭინაძეს, ონისე ცხადაძეს, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვს, ლუკა ჯაბუას, გურამ მირცხულავას, ვალერი თეთრაშვილს, გიორგი ტერიშვილს, ირაკლი ქერაშვილს, რევაზ კიკნაძესა და სერგეი კუხარჩუკს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით წარედგინათ, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს.

აღნიშნული დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ანდრო ჭიჭინაძე: „ადვოკატის იძულების წესით დანიშვნა და მასთან სამომავლო შეხვედრა, არღვევს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით, საქართველოს კონსტიტუციით და სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებულ ჩემს უფლებებს“

ანდრო ჭიჭინაძე: „გადასარევად გვახსოვს, როგორ ექცეოდა ეს სასამართლო ადამიანებს წინა მთავრობის დროს, დღეს ზუსტად იგივე სახელებზე და გვარებზეა დამოკიდებული ადამიანების ბედი – დღევანდელ დღეს, ბედს გამბედავი ადამიანები წყვეტენ“

ონისე ცხადაძე: „აზრი არ აქვს, რასაც ჩვენ აქ ვაკეთებთ, ბოლოს მაინც ისე იქნება, როგორც ზემოთ იტყვიან… შეიძლება სხდომებზე აღარ მოვიდე“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g