რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის ორ მონაწილეს სასამართლომ ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა.
კერძოდ, თბილისის საქალაქო სასამართლომ აქტივისტებს – ლევან ბუტიკაშვილს და ვერიკო ზამთარაძეს 5-5-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა განუსაზღვრა.
მათ შსს შეკრება-მანიფესტაციის ჩატარების წესის დარღვევას, კერძოდ, გზის გადაკეტვას ედავებოდა.
ოფიციალური ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, ბოლო 5 დღის განმავლობაში, შეკრება – მანიფესტაციის ჩატარების წესის დარღვევისთვის, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად, რუსთაველის გამზირის უკანონოდ გადაკეტვის გამო, აქციის 29 მონაწილე დააკავეს.
ფოტო: „ინტერპრესნიუსი“
