მცხეთის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების შედეგად, თიანეთის მერი თამაზ მეჭიაური იქნება.
სასამართლომ დააკმაყოფილა თამაზ მეჭიაურის მოთხოვნა. მცხეთის რაიონულმა სასამართლომ გააუქმა თიანეთის საოლქო კომისიის გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, 5 ბათილი ბიულეტენი ლელა ქიტესაშვილს მიეკუთვნა.
საოლქო კომისიის გადაწყვეტილების გაუქმების შედეგად, თამაზ მეჭიაური, არჩევნებს 1 ხმით იგებს და თიანეთის მერი ხდება.
“ქართული ოცნების” კანდიდატს, ლელა ქიტესაშვილს, მცხეთის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრება სააპელაციო წესით შეუძლია.