LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სასამართლომ გიორგი ქადაგიძეს ადმინისტრაციული სახდელის სახით 2500-ლარიანი ჯარიმა დააკისრა

125
გიორგი ქადაგიძე

ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი, ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემული გიორგი ქადაგიძე სასამართლომ ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო.

აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო ენუქიძემ მიიღო.

გიორგი ქადაგიძეს ენუქიძემ ადმინისტრაციული სახდელის სახით 2 500- ლარიანი ჯარიმა დააკისრა.

ცნობისთვის, ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი 2 თებერვალს მიმდინარე საპროტესტო აქციაზე, სანაპიროზე, ვახუშტის ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე ადმინისტრაციული წესით დააკავეს.

მას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე და 166-ე მუხლით გათვალისწინებული კოდექსით გათვალისწინებული ქმედების ჩადენას ედავებოდნენ, რაც პოლიციელის დაუმორჩილებლობასა და წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g