გუკა რჩეულიშვილი პატიმრობაში რჩება, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ”ცენტრ პოინტის” გენერალური დირექტორისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობის ძალაში დატოვების შესახებ პროკურატურის შუამდგომლობა რამდენიმე წუთის წინ დააკმაყოფილა.
”დაცვის მხარე მიუთითებდა იმ გარემოებებზე, რომელზეც საუბრობდა 2016 წლის 12 ივლისის პროცესზე, როცა ”ცენტრ პოინტის” საქმეზე ბრალდებულებს სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა”, – განაცხადა მოსამართლემ.