LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სასამართლომ მიხეილ სააკაშვილს და თეიმურაზ ჯანაშიას ბიუჯეტში, ჯამში, 9 მილიონ ლარამდე თანხის გადახდა დააკისრა

178
მიხეილ სააკაშვილი

სასამართლომ სახელმწიფო დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხის, 9 მილიონი ლარის ამოღებასთან დაკავშირებით, ფინანსთა სამინისტროს მოთხოვნა დააკმაყოფილა და ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს და სახელმწიფო დაცვის სამსახურის ყოფილ უფროსს, თეიმურაზ ჯანაშიას, სახელმწიფოს სასარგებლოდ ბიუჯეტში ჯამში 9 მილიონ ლარამდე თანხის გადახდა დაავალა.

აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ალექსანდრე გზირიშვილმა მიიღო.

შეგახსენებთ, ორივე მსჯავრდებულს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილით ჰქონდათ წარდგენილი, რაც წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით თანხის მართლსაწინააღმდეგო მითვისებას გულისხმობს. 

მიხეილ სააკაშვილს აღნიშნულ საქმეზე 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, თეიმურაზ ჯანაშიას კი 300 000 ლარიანი ჯარიმა დაეკისრა, რის შემდეგაც, სასამართლოში მათ წინააღმდეგ, გაფლანგული ფულის, რომლის ოდენობაც 9 მილიონ ლარამდეა, ამოღების მიზნით, სახელმწიფომ სამოქალაქო დავა დაიწყო.

magti 5g