LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სასამართლომ ნინოწმინდის პანსიონიდან შშმ ბავშვების გამოყვანის გადაწყვეტილება მიიღო

118
ninocminda

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ნინოწმინდის პანსიონიდან დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს ბავშვების გაყვანა, – ამის შესახებ „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ თავმჯდომარე ანა აბაშიძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„გუშინ მივმართეთ საქალაქო სასამართლოს ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონთან დაკავშირებით. მოსამართლე ივანე ღლონტმა განიხილა ჩვენი შუამდგომლობა და სრულად დაგვეთანხმა საფრთხის არსებობაში, რაც ნიშნავს, რომ დაუყოვნებლივ, ყოველგვარი ხელშეშლის გარეშე, დღესვე, ახლავე უნდა დაიწყოს ბავშვების გაყვანა ნინოწმინდის პანსიონიდან“, – განაცხადა ანა აბაშიძემ.

ანა აბაშიძის თქმით, მოსამართლემ გადაწყვეტილება ასე განამრტა:

„სასამართლო მიიჩნევს, რომ იზრდება იმის ალბათობა, რომ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, სარჩელის უზრუნველყოფის გამოუყენებლობის შემთხვევაში, შეილახოს ბავშვთა ინტერესები და მას მიადგეს მნიშვნელოვანი ზიანი. ამასთან, აღსანიშნავია, რომ საკითხი ეხება არასრულწლოვანთა ინტერესებს, რომელთა სიცოცხლესა და ჯანმრთელობას შეიძლება, შეექმნას საფრთხე.

ანა აბაშიძემ წაიკითხა მოსმართლის შემდეგი განმარტებაც:

“ვიხელმძღვანელე რა მტკიცებულებებით, მათ შორის, თავად პანსიონატში მოთავსებული არასრულწლოვანი პირების განმარტებით, ბავშვის საუკეთესო ინტერესის დაცვის უზრუნველყოფის გათვალისწინებით, სასამართლო მივიდა დასკვნამდე დაკმაყოფილდა შუამდგომლობა”.

აბაშიძის თქმით, ეს ნიშნავს იმას, რომ დაუყოვნებლივ, ყოველგვარი ხელშეშლის გარეშე, დღესვე უნდა დაიწყოს ბავშვების გაყვანა პანსიონიდან.

magti 5g