LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სასარგებლო რჩევები წიგნიდან ,,ჯანსაღი კვების ფრანგული წესები”

403
mrcnewsmay

ფრანგი ქირურგის, ონკოლოგის და დიეტოლოგის ანრი ჟუაიეს წიგნი ,,შეცვალეთ კვება” განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს საფრანგეთში და დიეტის მოყვარულთა მთავარ სახელმძღვანელოდ ითვლება.

გთავაზობთ სასარგებლო რჩევებს, რომლებიც აუცილებლად დაგეხმარებათ ჯანსაღი კვების რეჟიმის შენარჩუნებაში:

ხილი და ბოსტნეული – მიირთვით დღეში სულ მცირე ხუთი განსხვავებული ხილი ან ბოსტნეული, რომელთა წყალობით ორგანიზმს წყლით და საჭირო ფრუქტოზით, ვიტამინებით და მინერალებით, მიკროელემენტებითა და საკვები ბოჭკოთი მოამარაგებთ. ამასთანავე, ხილი და ბოსტნეული სწრაფად დაგანაყრებთ და არ მოგცემთ მავნე საკვებით გატაცების უფლებას.

მავნებელი ალკოჰოლი – დიდი ხანია დამტკიცებულია, რომ ჭარბი ღვინო ან ძლიერი ალკოჰოლური სასმელი სარძევე ჯირკვლების სიმსივნეს იწვევს. თუმცა არ ღირს ყველაფრის აკრძალვა, ერთი ბოკალი წითელი ღვინო სადილზე, სრულიად საკმარისი იქნება კარგი განწყობის შესანარჩუნებლად.

ფიზიკური აქტივობა – ფიზიკური დატვირთვა – საუკეთესო საშუალებაა ნებისმიერი დაავადებისგან თავის დასაცავად, რადგან სისტემატური ვარჯიში ზედეტ ცხიმოვან ქსოვილს ანადგურებს, ღვიძლის ფუნქციას აუმჯობესებს და კუნთებს ამაგრებს, გამოყოფილი ოფლი კი, ორგანიზმს მავნე პესტიციდებისგან ანთავისუფლებს, რომელთაც საკვებთან ერთად მივირთმევთ.

ზეითუნის ზეთი – ხმელთაშუა ზღვის კულინარიის მთავარი შემადგენელი – ზეითუნის ზეთი მონოუჯერი მჟავების მაღალი შემცველობის წყალობით მნიშვნელოვნად ამცირებს სიმსივნისა და გულის დაავადებების განვითარების რისკს.

არ ღირს კუჭის დატვირთვა – მოერიდეთ საღამოს კუჭის ზედმეტად გადატვირთვას. საკმარისია მიირთვათ ხილი, სალათი ან ცოტა ნუში. ნაჯერი ცხიმებით მდიდარი  ყველი და სხვა რძის პროდუქტი (იოგურტი, ხაჭო) მხოლოდ დღეში ერთხელ მიირთვით, დესერტი კი, კვირაშ ერთხელ. არ ღირს არც შაქრის ჭარბად მოხმარება, უმჯობესია ბუნებრივი ფრუქტოზით ან თაფლით დაკმაყოფილდეთ.

 

საკვების მომზადება – ნებისმიერი საკვები მაქსიმუმ 95 გრადუსზე ან ორქლზე მოამზადეთ, რადგან მხოლოდ ასე შეინარჩუნეთ ვიტამინებს და მინერალებს, ნატურალურ გემოს და სასარგებლო თვისებებს.

უძილობა – არაჯანსაღი ძილი ჩვეულებრივ ჭარბი კილოგრამების მატებას იწვევს როგორც ბავშვებში, ისე უფროსებში, ამიტომ აუცილებელია დღე-ღამეში მინიმუმ 8 საათი ძილი.

 

magti 5g