LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რატომ არ სუქდებიან ფრანგი ქალები

484

ფრანგმა ქალბატონებმა ყველაზე კარგად იციან, როგორ გაანებივრონ საკუთარი თავი გემრიელი, თუმცა ნაკლებად სასარგებლო კერძებით ნეგატიური შედეგების გარეშე.

თუ დავფიქრდებით რამდენად განსხვავდება ჩვენი კვების კულტურა ევროპელებისგან, სწრაფად მივხვდებით სად ვუშვებთ მთავარ შეცდომას. მაგალითად, ტოსტებს ჩვენ ყოველთვის უხვად ვუსვამთ კარაქს ან გამდნარ ყველს, ფრანგები კი, მხოლოდ ტოსტის კუთხეს ფარავენ და სიამოვნებით მიირთმევენ. ასე რომ, ალბათ საინტერესოა ჯანსაღი კვების კიდევ რა პრინციპებით ხელმძღვანელობენ ფრანგი ქალბატონები.

* მიირთვით მცირე პორციებით

მართალია, ფრანგების რაციონში ბაგეტიცაა, ყველიც, ნაღებიც და განთქმული კროასანებიც, მაგრამ ისინი ყოველთვის ზომიერად მიირთმევენ, არასდროს ავსებენ უზარმაზარ თეფშებს საკვებით და სიამოვნებას საყვარელი კერძების პატარა პორციებით ღებულობენ, ნოყიერ საკვებს კი, მხოლოდ სადილზე მიირთმევენ, ვახშამზე ნაკლებად კალორიული საკვებით კმაყოფილდებიან და მსუბუქი კუჭით იძინებენ.

* ნუ შეჭამთ, თუ არ გშიათ

ბავშვობაში, ჩვენ ხშირად გვაძალებდნენ საკვების მიღებას, პატარა ფრანგებს კი, პირიქით – მხოლოდ სურვილის შემთხვევაში მირთმევას ასწავლიდნენ. ამიტომ, იშვიათი გამონაკლისის გარდა ფრანგები ნაკლებად არიან მიდრეკილი „მუცლის ამოვსებასკენ“. სხვათაშორის, ზუსტად ასე იქცევიან იაპონელებიც, რომლებიც არა სრულ გაძღომამდე, არამედ „80%-იან დანაყრებამდე“ მიირთმევენ. მოუსმინეთ საკუთარ შეგრძნებებს სადილობისას და მიხვდებით, რომ ბევრად ნაკლები საკვები გჭირდებათ, ვიდრე მანამდე გეგონათ.

* ისიამოვნეთ საკვებით  

საფრანგეთში ტრაპეზი რიტუალია, რომელსაც ყოველთვის მეგობრებთან ინაწილებენ. სასიამოვნო საზოგადოებაში სადილობას თავისი უპირატესობა აქვს, რადგან ერთის მხრივ საუბრის დროს, რთულია სწრაფად მირთმევა, მეორეს მხრივ კი – დანაყრებისთვის უფრო ნაკლები საკვებია საჭირო.

*  მიირთვით სასმელი ზომიერად

მართალია, ხმელთაშუა ზღვის ქვეყნებში ძალიან ხშირად სვამენ ღვინოს, მაგრამ იშვიათად ნახავთ შეზარხოშებულ ევროპელებს, რადგან ისინი ბევრისგან განსხვავებით ალკოჰოლურ სასმელს ბოკალებით სვამენ და არა ბოთლებით. ამიტომ არასდროს იტანჯებიან ნაბახუსევით.

* მიირთვით ტკბილეული გონივრულად

შეუძლებელია იცხოვრო პარიზში და უარი თქვა ტკბილეულზე. ამიტომ, ნურასდროს შეზღუდავთ საკუთარ თავს ნუგბარის მირთმევაში, თუმცა, მიბაძეთ პარიზელებს და დაიცავით ზომიერება. გაანებივრეთ საკუთარი თავი შოკოლადის ნატეხით, ერთი კოვზი თაფლით, ატმის პატარა ნაჭრით და ნუ გადაყლაპავთ მთელ დესერტს ერთიანად.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები