LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„საშინელი ტკივილები მაქვს, გამაყუჩებლის გარეშე ვერ ვძლებ… არაფერი ასეთ სიგიჟეს არ მოასწავებდა“ – აქციაზე დაშავებული მარიამ დოლიძე 16 აპრილს განვითარებულ მოვლენებს იხსენებს

148
მარიამ დოლიძე

სამოქალაქო აქტივისტი, მარიამ დოლიძე, რომელიც 16 აპრილს, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონპროექტის საწინააღმდეგოდ, პარლამენტთან გამართულ გამართულ აქციაზე დაშავდა, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობისა და 16 აპრილს, აქციაზე განვითარებული მოვლენების შესახებ პოსტს ავრცელებს:

„იდაყვის ძვლის მოტეხილობა აქვს, ფეხზე დაჟეჟილობა, გადაუარეს სპეცრაზმელებმა..დილით გავუკეთებთ ოპერაციასო“ – პარლამენტთან გამართულ აქციაზე აქტივისტი მარიამ დოლიძე დაშავდა

„საშინელი ტკივილები მაქვს, გამაყუჩებლის გარეშე ვერ ვძლებ. დალურჯებულ-დასივებული მაქვს ნახევარი სხეული. არაფერი ასეთ სიგიჟეს არ მოასწავებდა. პარლამენტის უკან, ჭიჭინაძის კუთხეში ვიყავით. შიგადაშიგ რუსეთის გინება და საყვარელი სიმღერების ღიღინი ისმოდა. ტროტუარზე ჩამოვჯექი, ბევრნი ვისხედით, და ტელეფონი ჩამოვსქროლე.

ძალიან მოულოდნელად გაისმა ხელჯოხების ფარებზე ბრაგუნის ხმა. წამოვდექი, მაგრამ ნაბიჯი ვერ გადავდგი, ხალხის დიდი მასა დამეჯახა, ერთმა ფეხი დამადგა და მთელი სხეულით ძირს დავეცი მუხლებზე და იდაყვზე.

10-15-მა ადამიანმა ზედ გადამირბინა. ვერ მხედავდნენ, ძირს არავინ იყურებოდა. რაღაც მომენტში მეგონა, რომ აი, აქ ასე ძირს დაგდებული ვკვდებოდი და ცოტა ნერვები მომეშალა. განწირული ავკივლდი, ვიღაცამ ამაყენეთ-მეთქი. ჩემით ვერ ავდექი.

მართლა დამავლო ვიღაც ბიჭმა ხელი და წამომაყენა. ავდექი თუ არა, ეგრევე მივხვდი, რომ ხელი მოვიტეხე და ცალი ფეხსაცმლით ჩავუყევი რუსთაველისკენ სასწრაფოს ძებნაში. რაღაც მომენტში წამომეწივნენ სპეცრაზმელები, წინ გაქცეულ ბიჭებს აგინებდნენ.

არანაირი შიში აღარ მქონდა და არ გავრბოდი, ნელა მივდიოდი. რამდენიმე დაიჭირეს და მაგრად სცემეს. უკვე ბუნდოვნად მახსოვს საკუთარი რეაქციები. სასწრაფოში გამახსენდა, რომ ‘სირცხვილიას’ წევრი მესამე გოგო ვარ, ვინც აქციებზე ხელი დაიშავა და სიცილი ამიტყდა :)))

არ დავნებდეთ რაა!“, – წერს მარიამ დოლიძე.

არსებული ინფორმაციით, მას ოპერაცია ჩაუტარდა და რეაბილიტაციისთვის გარკვეული დრო დასჭირდება.

„12 წლის წინ, ასეთი წესები პირველად რუსეთმა შემოიღო – შევყავართ სივრცეში, რომელშიც აღარ იქნება თავისუფალი მედია და სამოქალაქო სექტორი“: რა მიზანს ემსახურება „გამჭვირვალობის“ შესახებ „ოცნების“ კანონპროექტი

„ეს წინასაარჩევნო სურათია, მხოლოდ ერთი მიზნით: ნებისმიერ ფასად დარჩნენ ხელისუფლებაში, სახელმწიფო პერსპექტივის საბოლოო მოსპობის ფასადაც კი“ – ლევან ალაფიშვილი განმარტავს, რატომ არ გვჭირდება „გამჭვირვალობის“ კანონპროექტი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები