LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საშობაო შოპინგისთვის მერაია ქერიმ ექსტრავაგანტული ჩაცმულობა აირჩია

58

მერაია ქერი შობას ასპენში შვილებთან და ახალგარზდა ბოიფრენდთან ერთად შეხვდა. დღესასწაულის მეორე დღეს კი 46 წლის ვარსკვლავმა შოპინგი გადაწყვიტა და ადგილობრივ მაღაზიებს ესტუმრა.

პოპ-მომღერალი უჩვეულოდ გამოიყურებოდა და როგორც ყოველთვის ექსტრავაგნტულად იყო ჩაცმული. მას მწვანე ტანზე მომდგარი გრძელი კაბა, მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი, შავი ბერეტი და სათვალე ეკეთა. მაღაზიებში ქერი ბოიფრენდის გარეშე გამოცხადდა.

შეგახსენებთ, რომ წინასაშობაოდ მომღერალმა კლიპი გამოუშვა, რომელიც სიმღერაზე „Here Comes Santa Claus“ არის გადაღებული და რომელშიც მის ტყუპებთან ერთად მეგობარი მამაკაცი, ბრეაიან ტანაკაც მონაწილეობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები