LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საშუალო თვიური ხელფასი ბიზნესსექტორში 1143.5 ლარს გაუტოლდა

125

ბიზნესსექტორის ბრუნვის მოცულობა 2017 წლის III კვარტალში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 19,7%-ით გაიზარდა და 18,6 მილიარდი ლარი შეადგინა. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, ზრდის ტენდენციით ხასიათდება ბიზნესსექტორის პროდუქციის გამოშვების მაჩვენებელიც. 2017 წლის III კვარტალში მისი მოცულობა 10,1 მილიარდი ლარით განისაზღვრა, რაც 23,0%-ით აღემატება გასული წლის შესაბამისი პერიდის მაჩვენებელს.

საქსტატის ცნობითვე, 2017 წლის III კვარტალში მთლიანი ბრუნვის 41,2% მოდის მსხვილ ბიზნესზე, 23,1% – საშუალო, ხოლო 35,7% – მცირე ბიზნესზე ნაწილდება.  მცირედით განსხვავებული მდგომარეობაა პროდუქციის მთლიანი გამოშვების შემთხვევაში: მსხვილ ბიზნესზე მოდის პროდუქციის გამოშვების 41,6%, საშუალოზე – 24,7%, ხოლო მცირე ბიზნესზე – 33,7%.

”საწარმოთა მიერ განხორციელებულმა საქონლისა და მომსახურების მთლიანმა ყიდვებმა 2017 წლის III კვარტალში 13,4 მლრდ. ლარი (გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 20,2%-ით მეტი), ხოლო გადასაყიდად განკუთვნილი საქონლისა და მომსახურების ყიდვებმა – 8,1 მლრდ. ლარი შეადგინა (გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით  18,6 %-ით მეტი). 2017 წლის III კვარტალში დასაქმებულთა  საშუალო რაოდენობა  643,9  ათასი კაცით განისაზღვრა, რაც  გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს 6,3%-ით აღემატება. დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობიდან 40,1% ქალია, ხოლო 59,9% – კაცი” – ნათქვამია საქსტატის ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობის 35,9% მსხვილ ბიზნესზე მოდის, 22,2% – საშუალო, ხოლო დარჩენილი 41,9% – მცირე ბიზნესზე.  დაქირავებულთა მთლიანმა რაოდენობამ  611,1 ათასი კაცი შეადგინა (გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით – 7,6%-ით მეტი). საწარმოთა მთლიანი დანახარჯები პერსონალზე – 2108,1 მლნ. ლარია (გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 21,3 %-ით მეტი). 2017 წლის III კვარტალში საშუალო თვიური ხელფასი ბიზნესსექტორში 1143.5 ლარს გაუტოლდა (გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით გაზრდილია 131.0 ლარით), მათ შორის ქალების ხელფასმა შეადგინა – 837.2 ლარი (გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით გაიზარდა 98.2 ლარით). საწარმოთა ზომის მიხედვით საშუალო თვიური ხელფასი შემდეგნაირია:

მსხვილი ბიზნესი – 1178.3 ლარი,

საშუალო ბიზნესი – 1240.7 ლარი,

მცირე ბიზნესი –  1051.5 ლარი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები