რუსთავში, მე-12 პენიტენციურ დაწესებულებასთან აქტივისტებმა კარვები გაშალეს. როგორც ისინი აცხადებენ, საპატიმროსთან ბევრი ადამიანი აპირებს დარჩენას და კარვებიც იმისთვის არის გაშლილი, რომ მათი აქ დარჩენა იყოს უზრუნველყოფილი.
აქტივისტების განცხაებით, კარვებში დარჩებიან, ვიდრე მიზანს არ მიაღწევენ და საქართველოს მესამე პრეზიდენტს მულტიფუნქციურ კლინიკაში არ გადაიყვანენ.