LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“სასტიკად სცემეს და შემდეგ მდინარეში გადააგდეს” – პროკურატურა ახალ ვიდეო-რეკონსტრუქციას ავრცელებს

428
BeFunky-collage (2)

საქართველოს პროკურატურამ გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე დაკავებული 17 პირიდან ხუთს დღეს ბრალი დაუმძიმა. ხუთივე თავდამსხმელის მიმართ დევნა დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მეორე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, რაც სასჯელის სახით 13-დან 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

საუბარია “ტოიოტა ქამრის” მარკის ავტომანქანის მგზავრებზე.

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე 5 პირს ბრალი განზრახ მკვლელობის მუხლით დაუმძიმდა

პროკურატურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, გიორგი შაქარაშვილს არაგვის ხიდთან, მეორეხარისხოვან გზაზე სამი პირი მისდევდა, ორმა კი გზა გადაუღობა, რის შემდეგაც  შაქარაშვილი ორივე მხრიდან თავდამსხმელებს შორის აღმოჩნდა და გაქცევა ვერ შეძლო.

“გაქცევისას, გიორგი შაქარაშვილი ორივე მხრიდან მოექცა თავდამსხმელებს შორის, რამაც მას მოუსპო თავისუფალი გადაადგილების შესაძლებლობა და გარდაუვალი ანგარიშსწორების თავიდან აცილების მიზნით იძულებული გახდა ჩასულიყო გზის მარცხენა მხარეს არსებულ ხევში, სადაც  მას ჩაჰყვა ხუთივე თავდამსხმელი. ხევში არსებული ბილიკის ბოლოს გიორგი შაქარაშვილი მივიდა მდინარე არაგვის ნაპირთან და ვინაიდან ცურვის არცოდნის გამო აღმოჩნდა მისთვის გადაულახავი ბუნებრივი წინაღობის – მდინარის წინაშე.

ვეღარ შეძლო გაქცევა. ამ ვითარებით ისარგებლეს თავდამსხმელებმა და გიორგი შაქარაშვილს მიაყენეს დაზიანებები თავის, ორივე თვალბუდის, ზედა და ქვედა ტუჩების მიდამოებში, მარჯვენა იდაყვის სახსრისა და მარჯვენა წინამხრის მიდამოებში, აგრეთვე მუცლის, საზარდულის, ბოქვენის, წელისა და ორივე დუნდულოს მიდამოებში. სასტიკად ნაცემი გიორგი შაქარაშვილი თავდამსხმელებმა გადააგდეს მდინარე არაგვში, რის შედეგადაც ეს უკანასკნელი გარდაიცვალა.

ექსპერტიზით დადგინდა, რომ გიორგი შაქარაშვილის სხეულზე არსებული დაზიანებები განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი მატრავმირებელი საგნების ზემოქმედებით, როგორიცაა ხელკეტის მსგავსი საგანი, ფეხი, ქვა, მუშტი.  გარდა აღნიშნულისა, გამოძიების მიერ ექსპერტიზის წინაშე დასმული საკითხების დადგენის მიზნით, აქტიურად გრძელდება კომპლექსური საექსპერტო კვლევები” – ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

 

https://www.facebook.com/OfficialPOG/videos/319620032496430/

magti 5g