სასტუმრო „ამბასადორში“ გაჩენილი ხანძარი ამ დროისთვის ლოკალიზებულია. შენობიდან ადამიანების ევაკუაცია განხორციელდა.
მეხანძრე-მაშველები ამ წუთებში, ცეცხლის სალიკვიდაციო სამუშაოებს ახორციელებენ.
როგორც „ფორტუნას“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება.
ცნობისთვის, ძლიერი ხანძარი სასტუმროს ბოლო სართულზე გაჩნდა.
ვიდეო: თბილისში, შავთელის ქუჩაზე ძლიერი ხანძარია