კომპანიებს, რომლებიც ჩართულნი არიან სასტუმრო ბიზნესში, სესხის თანადაფინანსების პროგრამა 6-დან 12 თვემდე გაუხანგრძლივდებათ. პრემიერ მინისტრის განმარტებით, აღნიშნული გადაწყვეტილება მნიშვნელოვანია ტურიზმის სექტორის დასახმარებლად და სამუშაო ადგილების შესანარჩუნებლად.
„ეკონომიკური კრიზისის მიმართულებით პირველი ანტიკრიზისული ნაბიჯი, რომელიც ჩვენ გადავდგით, იყო ტურისტული სექტორისა და პირველ რიგში, სასტუმრო ბიზნესის დახმარება. სულ რაღაც სამ თვეში გამოჩნდა, რომ ეს ნაბიჯი არ იყო საკმარისი. შემდგომ ჩვენ ამ კომპანიებს, რომლებიც ჩართულნი არიან სასტუმრო ბიზნესში, სესხის თანადაფინანსების პროგრამა გავუგრძელეთ 3-დან 6 თვემდე. დღეს ჩვენ უნდა მივიღოთ გადაწყვეტილება, რამეთუ ჩანს, რომ ესეც არ იქნება საკმარისი და სესხის თანადაფინანსების სუბსიდირების საპროცენტო განაკვეთის პროგრამა გავაგრძელოთ 6-დან 12 თვემდე, ანუ ერთი წლით. ეს, რა თქმა უნდა, არის ერთადერთი შესაძლებლობა დღეს ჩვენს სექტორს დავუდგეთ გვერდით,“,- განაცხადა გახარიამ.
მისივე თქმით, კომპანიებს, რომლებმაც ვერ მოახერხეს პროგრამის მონაწილეები გამხდარიყვნენ, 10 სექტემბრიდან 10 ოქტომბრამდე ამის შესაძლებლობა მიეცემათ.