LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სასტუმრო „ლეოგრანდი“ 2016 წლის 20 მაისს შემოწმდა და ხელმძღვანელობას აღრიცხული დარღვევების შესახებ განემარტა – დავით გელაშვილი

88

 

სასტუმრო „ლეოგრანდი“ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს აჭარის ზედამხედველობის სამსახურმა 2016 წლის 20 მაისს შეამოწმა და 177-ე მუხლის საფუძველზე, ობიექტის ხელმძღვანელობას აღრიცხული დარღვევების შესახებ განემარტა, – ამის შესახებ შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს თბილისის სამმართველოს უფროსის მოადგილემ, დავით გელაშვილმა პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ განაცხადა. დავით გელაშვილმა ასევე განაცხადა, რომ ობიექტის ხელმძღვანელობას დარღვევების შესახებ მხოლოდ მიეთითა და ამ ეტაპზე, მათზე სანქცია არ გავრცელებულა, მაგრამ აჭარის საგანგებო სიტუაციების სამმართველოს მიერ სასტუმრო „ლეოგრანდი“ 100 ლარით დაჯარიმდა.

როგორც შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს თბილისის სამმართველოს უფროსის მოადგილემ განაცხადა, სანქციები გაცილებით ძლიერი უნდა იყოს, რომ სხვადასხვა ობიექტებზე დარღვევები არ განმეორდეს. დავით გელაშვილის თქმით, მთელი წლის განმავლობაში, საქართველოს მასშტაბით, დაახლოებით, 11 000 ობიექტი მოწმდება.

„ამ ეტაპზე თითქმის ყველა ობიექტი შემოწმებულია. რაც შეეხება ჯარიმების ამოღებას, თბილისში ის დაახლოებით, 110 პიროვნებიდან არის ამოღებული, აჭარაში კი, ამ ეტაპზე 20 ერთეული ჯარიმის ამოღება განხორციელდა“, – განაცხადა დავით გელაშვილმა.

mazda magti 5g