LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სასულიერო პირი მოქალაქეებს ემოციურ ამბავს უზიარებს: „სულ ცუდი, ცუდი, კარგიც უნდა ვთქვათ.. ეს 16 წლის ბიჭი მშობლებს არ აწუხებს, მოდის და ტაძარში მესანთლედ მუშაობს, რომ თავისი ფული ჰქონდეს“

310
BeFunky-collage (21)

კასპში მოღვაწე სასულიერო პირი, მამა ლევან ჯიქური სოციალურ ქსელში 16 წლის ბიჭზე ემოციურ ამბავს უზიარებს საზოგადოებას.

“სულ ცუდი, ცუდი. ნუგეშისთვის კარგი რაც ხდება, მგონი ხანდახან უნდა ვთქვათ ხოლმე. ეს 16 წლის ბიჭი, ჩვენი ტაძრის მედავითნე და სტიქაროსანია. სასკოლო არდადეგებზე, ითვალისწინებს საერთო სიდუხჭირეს და მშობლებს არ აწუხებს, იქ დამასვენე, აქ დამასვენე, პირიქით, მოდის და ტაძარში მესანთლედ მუშაობს, რომ თავისი ფული ჰქონდეს.

არის ქალაქის ერთ-ერთი საუკეთესო მოსწავლე, “სწავლა მიყვარდა, მაგრამ რაც ტაძარში მოვედი უფრო გამეხსნა გონებაო”,- წერს მამა ლევანი.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები