LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სასწაულის ძიებაში: 14 თებერვალს ქართველი ხელოვანების გამოფენა გაიმართება

247
86173917-127078375286430-8964681797224890368-n

14 თებერვალს, 19:00 საათზე ზურაბ წერეთლის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი და Window Project წამოგიდგენთ ქართველი ხელოვანების ჯგუფურ გამოფენას სახელწოდებით “In Search of The Miraculous” (სასწაულის ძიებაში).

ექსპოზიცია აერთიანებს 11 ქართველ ხელოვანს, რომელთაც საკუთარი სასწაულის ძიების გზა აერთიანებთ – უტა ბექაია, ლევან მინდიაშვილი, ლევან ჭელიძე, დარო სულაკაური, ტატო ახალკაციშვილი, გიორგი ჩხეიძე, ნათელა გრიგალაშვილი, მამუკა ცეცხლაძე, ირინა თევზაძე, ლევან სონღულაშვილი, რუსუდან ხიზანიშვილი.

გამოფენის სახელწოდება ეკუთვნის ხელოვან ლევან მინდიაშვილის ნამუშევარს. მან სერია „სასწაულის ძიება“ ჰოლანდიელ კონცეპტუალისტ ხელოვანს, ბას იან ადერს მიუძღვნა, რომელმაც საკუთარი პერფორმანსით „სასწაულის ძიებაში“ ატლანტიკის ოკეანის გადაცურვა სცადა და გაუჩინარდა. ამ პერფორმანსით, ფაქტობრივად, წაიშალა ზღვარი ხელოვნებასა და ცხოვრებას შორის, დემონსტრირება მოხდა ისეთი მოცემულობის, როგორიცაა ძიების, როგორც პროცესის უსასრულობა, რომ თვით ძიების პროცესი ხდება სასწაული, რისკენაც ყოველი ადამიანი ცნობიერი ცხოვრების დაწყებისთანავე ისწრაფვის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g