LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სასწაულის მოლოდინში: “როგორც კი ანთება ჩაცხრება, ექიმები აპირებენ ხელოვნური გულის ჩანერგვას”

1000
81791976-2967009833322597-377371670760914944-n

ანიტას მდგომარეობის შესახებ ოჯახის ახლობლები ტრადიციულად, სოციალურ ქსელში ახალ ინფორმაციას ავრცელებენ.

ანიტელებო შუადღე მშვიდობისა!

? ახლა ზუსტად ის სასწაული გვჭირდება, რომელმაც ანიტა ავსტრიიდან ინდოეთამდე მშვიდობიანად გადააფრინა!

? რთული ღამის შემდეგ, ჩვენი გოგო რეანიმაციულ განყოფილებაში მოათავსეს და ამ დრომდე ხელოვნურად ჰყავთ დაძინებული. ამჟამად მშობლებს და ბებიას არ აქვთ ტელეფონზე დალაპარაკების საშუალება, ამიტომ ჩვენც ძალიან ცოტა ინფორმაცია გვაქვს.

? ერთდერთი რაც შეგვიძლია გითხრათ, ანიტას ტემპერატურა 39.5 -მდე აეწია, ექიმები ებრძვიან პნევმონიას, წინასწარი ვარაუდით, როგორც კი ანთება ჩაცხრება ექიმები აპირებენ ე.წ. ხელოვნური გულის ჩანერგვას.

? გვინდა გადმოგცეთ მარიკოსგან ის, რომ ანიტას ახლა მთელი საქართველოს გაერთიანება, ლოცვა და პოზიტიური ენერგია სჭირდება!

გვჯერა, რომ თუ ამდენი ადამიანი გულით ინატრებს, ანიტა უკეთესად გახდება!

❣️ თქვენი სიყვარულის იმედი გვაქვს!”

ანიტას დედა: სასწაული ამბავი უნდა გითხრათ...ინდოელი ბიზნესმენი ანიტას მკურნალობის ხარჯებს დააფინანსებს

მოინახულეს ანიტა და დაგვპირდნენ, რომ მკურნალობის ხარჯების დაფარვაში დაგვეხმარებოდნენ

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g