LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„სასწრაფოდ დაბრუნდეს პიონერებისა და ოქტომბრელების ინსტიტუტი“ – მარგარიტა სიმონიანი

6566
simoniani

კრემლის პოლიტიკის მხარდამჭერი ჟურნალისტი, მარგარიტა სიმონიანი „ტელეგრამზე“ სულ უფრო აგრესიული ხდება. ამჯერად ის რუსეთის ფედერაციის ინფორმაციის გავრცელების სამინისტროს ბრიფინგს ეხმაურება:

„მინისტრმა დღეს თქვა, სკოლაში პირველი კლასიდან დაიწყება ისტორიის სწავლება, სკოლის შესასვლელთან ყველა ბავშვს ჩამოართმევენ ტელეფონებს, ყოველი გაკვეთილი დაიწყება რუსეთის ჰიმნით. თურმე ეს შესაძლებელი ყოფილა. საბჭოთა სკოლაში იყო ოქტომბრელებისა და პიონერების ინსტიტუტი, ამიტომ ყველა ბავშვმა იცოდა, რა მნიშვნელობა ჰქონდა სამამულო ომში ჩვენს გამარჯვებას. ეს ინსტიტუტი სასწრაფოდ უნდა დაბრუნდეს“, – წერს სიმონიანი „ტელეგრამზე“.

„გინდათ, ეს ომი ხვალვე მოვიგოთ? 300 ათასი კაცი უნდა მოკვდეს“ –  მარგარიტა სიმონიანი

„ჩემზე მხოლოდ ერთი წლით დიდი იყო“ – მარგარიტა სიმონიანი კრეისერ „მოსკვას“ ჩაძირვას ირონიული პოსტით ეხმაურება

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g