LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სათაფლიაზე ახალი ტურისტული ბილიკი გაიხსნა, ულამაზესი პეიჟაზებით – შესვლა უფასოა

255
sataplia-Panorama1-copy-1

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტოს მიერ სათაფლიაში ახალი ეკო-საგანმანათლებლო ბილიკი მოეწყო. ოთხკილომეტრიანი ბილიკი მარტივი საფეხმავლოა, მარკირებულია და მის გასწვრივ დამონტაჟებულია საინფორმაციო დაფები. ლაშქრობისას შესაძლებელია მდინარე რიონისა და ხვამლის მთის ულამაზესი პეიზაჟებით ტკბობა, სპეციალურად მოწყობილი პანორამული გადასახედიდან.

სათაფლიაში ახალი ტურისტული ინფრასტრუქტურის მოსაწყობად 100 000 ლარამდე ინვესტიცია განხორციელდა.

ცნობისთვის, სათაფლია, საერთაშორისოდ ცნობილი და ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული დაცული ტერიტორიაა, 120 მლნ წლის წინანდელი დინოზავრების ნაკვალევით. დინოზავრების ნაკვალევის მონახულების გარდა, ახლა სათაფლია კიდევ უფრო მიმზიდველი და საინტერესო ხდება ლაშქრობის მოყვარულთათვის. მანამდე არსებულ 2 მარტივ საფეხმავლო ბილიკს კიდევ 1 დაემატა, და მათი საერთო სიგრძე თითქმის 7 კმ-ია. ბილიკებზე მოგზაურობისას აღმოჩნდებით უძველეს კოლხურ ტყეებში, იხილავთ ბუნების იშვიათ წარმომადგენლებს და დატკბებით იმერეთის საოცარი ხედებით.

სათაფლიაში ახალი ბილიკი უკვე გაიხსნა და ლაშქრობის მოყვარულებს ბილიკზე შესვლა უფასოდ შეუძლიათ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g