ჰიუსტონთან ახლოს, ტეხასის შტატში, ჩქაროსნულ მაგისტრალზე, ერთ-ერთმა მძღოლმა ტელეფონით გადაიღო რადიომართვადი ავტომობილი, რომლიც 130 კმ/სთ სიჩქარით გადაადგილდებოდა. ჩანაწერი YouTube-ზე გავრცელდა.
რგოლის აღწერაში ნათქვამია რომ მოქმედება 59-ე გზაე ხდება. სათამაშო ავტომობილი არსაიდან გამოჩნდა და გარკვეული დროის განმავლობაში საერთო ნაკადთან ერთად მიდიოდა. სავარაოდოდ მას იმ პიკაპიდან მართავდნენ, რომელიც მის წინ მიდიოდა.