LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სატრანსპორტო საშუალებებს მგზავრთა გადაყვანისთვის შესაძლოა, სპეციალური ნებართვები დასჭირდეთ

83

შიდა მარშრუტებზე მოძრავ სატრანსპორტო საშუალებებს მგზავრთა გადაყვანისთვის შესაძლოა, სპეციალური ნებართვები დასჭირდეთ, – ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოში შესაბამისი წერილის საპასუხოდ განუცხადეს.

როგორც სააგენტოში განმარტავენ, მუშაობა მიმდინარეობს შესაბამის საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტზე, რომლის მიღების შემთხვევაში სანებართვო რეჟიმში მოექცევა ქვეყნის შიდა სამგზავრო რეგულარული გადაყვანები, შესაბამისი გრძელვადიანი სანებართვო პირობებით.

„სანებართვო პირობებში გათვალისწინებული იქნება ევრორეგულაციებით განსაზღვრული ძირითადი მოთხოვნები და პირობები, რომლებიც ადგენს მგზავრის უსაფრთხო და შესაბამისი განრიგის დაცვით გადაყვანის ვალდებულებას. საერთო სტანდარტში მოექცევა ასევე სამგზავრო ავტოსადგურების მოწყობისა და მათი ფუნქციონირების სავალდებულო მოთხოვნები“, – აცხადებენ სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g