LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სატვირთო ავტომობილმა 40 მეტრის სიგრძის ნახტომი გააკეთა (ვიდეო)

29

10 ტონიანმა სატვირთო ავტომობილმა 40 მეტრის სიგრძის ნახტომი გააკეთა. „კამაზ-მასტერის“ ჯგუფმა მოსალოდნელი რბოლის წინ ახალი ავტომობილის გამოცდა გადაწყვიტა. სატესტო ავტომობილის საჭესთან კი „დეკარა 2017“-ის გამარჯვებული ედუარდ ნიკოლაევი იჯდა და ნახტომის წინ მან ავტომობილი მაქსიმალურად გაახურა. 16,2 ლიტრის მოცულობის ძრავის მქონე სატვირთოს საათში 140 კილომეტრის განვითარება შეუძლია და ნახტომის დროს ის მიწას 2 მეტრით დაშორდა.

შეგახსენებთ, რომ რბოლა სახელად „აბრეშუმის გზა“  – 7 ივლისს წითელ მოედანზე დაიწყება და შემდეგ ყაზახეთსა და ჩინეთში გაგრძელდება. შეჯიბრი სულ 14 ეტაპისგან შედგება და დისტანციის სიგრძე 9,6 ათასი კილომეტრია. წლევანდელ რბოლაში მონაწილეობას ცნობილი მრბოლელები – სტეფან პეტერანსელი, სებასტიენ ლები და სირლი დეპრე მიიღებენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები