LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სატყეოს თანამშრომელი „კაკლის ხისთვის მიღებული 1 000 ლარიანი“ ქრთამის გამო დააკავეს

74
კაკლის ხე

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, მცხეთა-მთიანეთის რეგიონში ქრთამის აღების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს.

დაკავებულია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებული „ეროვნული სატყეო სააგენტოს“ ერთ-ერთი სატყეო უბნის თანამშრომელი.

გამოძიების ვერსიით, სააგენტოს თანამშრომელმა სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებისას, „მისი სამოქმედო ტერიტორიიდან კაკლის ხის უნებართვოდ მოპოვებისა და მათი გატანის სანაცვლოდ“, მოქალაქეს ქრთამის სახით მოსთხოვა და გამოართვა 1 000 ლარი.

საგამოძიებო სამსახურის თანახმად, იგი სწორედ ამ დროს დააკავეს.

გამოძიება ქრთამის აღების მუხლით (სსკ 338-ე) მიმდინარეობს და ბრალდებულს 6-იდან 9 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g