LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“საუბრის დროს ტონი შეარჩიე” – პარლამენტში მიხეილ ყაველაშვილსა და ხატია დეკანოიძეს შორის შელაპარაკება მოხდა

326
Untitled design (6)
მთავარ სლაიდზე ფოტო: IPN

პარლამენტში მიმდინარე პლენარულ სხდომაზე, ტექნიკური შესვენების დროს, ხმაური იყო.

ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ მმართველი პარტიის დეპუტატი მიხეილ ყაველაშვილი და “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი, ხატია დეკანოიძე.

შელაპარაკების დროს მიხეილ ყაველაშვილი დაინტერესდა, თუ რატომ არ მიდიოდა “ნაციონალური მოძრობა” საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად უკრაინაში.

კამათის დროს ყაველაშვილმა დეკანოიძეს ასევე, შეახსენა უკრაინული ტელეარხისთვის მიცემული ინტერვიუ, რომელშიც დეკანოიძემ ხელისუფლება რუსეთის ინტერესების სასარგებლოდ მოქმედებაში დაადანაშაულა.

დაპირისპირების დროს დეკანოიძემ ყაველაშვილს მიმართა, რომ მასთან საუბრის დროს ტონი შეერჩია.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები