LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საუდის არაბეთში ქალებს ბიზნესის დასაწყებად „მეურვის“ თანხმობა აღარ დასჭირდებათ

121

საუდის არაბეთში ქალებს საკუთარი ბიზნესის დასაწყებად მეუღლის ან „მეურვის“ თანხმობა აღარ დასჭირდებათ.

ამის შესახებ Gulf News იუწყება და წერს, რომ დღემდე მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, საკუთარი ბიზნესის დასაწყებად ქალებს „მეურვის“ – მეუღლის, მამის ან ძმის თანხმობა უნდა წარედგინათ.

„დღეიდან ქალებს კომპანიების დარეგისტრირება და ელექტრონული მომსახურებით სარგებლობა „მეურვის“ თანხმობის წარდგენის გარეშე შეუძლიათ“, – აცხადებენ საუდის არაბეთის ვაჭრობისა და ინვესტიციების სამინისტროში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g