LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საუდის არაბეთში ქალებს მართვის უფლება მისცეს – საავტომობილო კომპანიების რეაქციები სოციალურ ქსელში

45

გამოცემა Quartz-მა საუდის არაბეთში ქალებისთვის მართვის უფლების დაშვების მიმართ რამდენიმე ავტომწარმოებლის რეაქცია შეაგროვა. Ford, Nissan და Volkswagen ქალებს ულოცავენ და შესაბამის შეტყობინებებს სოციალურ ქსელში ათავსებენ.

ამ დრომდე ქალბატონებს არა მხოლოდ მართვის მოწმობის აღება, არამედ საჭესთან დაჯდომაც კი ეკრძალებოდათ.

საუდის არაბეთი მსხვილ საავტომობილო ბაზრებს შორის 21-ე ადგილს იკავებს. ექპერტების შეფასებით, კანონის მიღების შემდეგ, ქვეყანაში მძღოლების რაოდენობა 9 მილიონი ადამიანით გაიზრდება.

საუდის არაბეთში ქალბატონებს მანქანის მართვის უფლება 1979 წლამდე ჰქონდათ, როდესაც მთავრობაში ფუნდამეტალისტები მოვიდნენ. ამის შემდეგ ქალების უფლებების შეზღუდვასთან დაკავშირებით მკაცრი წესები შემოვიდა.

 


 


 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები