საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ, პირველად, საუდის არაბეთში, ერ-რიადის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე მიიღო მონაწილეობა.
სამდღიან გამოფენაზე, ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთად, საქართველოდან 20-მდე კერძო კომპანია და სახელმწიფო ორგანიზაცია მონაწილეობდა.
![](https://cdn.fortuna.ge/app/uploads/2024/06/2024-06-03_12-07-30_138270-1024x673.jpg)
Riyadh Travel Fair-ზე საქართველოს სტენდთან სტუმრებს საშუალება ჰქონდათ საქართველოს ტურისტულ პროდუქტებს გასცნობოდნენ.
საუდის არაბეთის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე 32 ქვეყნიდან 200-ზე მეტი კომპანია და ორგანიზაცია იყო წარმოდგენილი და მას 23 000-ზე მეტი ვიზიტორი ჰყავდა.