ევროპის ტოპ 5 ლიგის კლუბებმა ზაფხულის ტრანსფერებისას 4.38 მილიარდი დოლარი დახარჯეს, სხვებმა – 1.41 მლრდ.
„ტოტენჰემმა“ კრისტიან ერიქსენს 5-წლიანი კონტრაქტი შეთავაზა წლიური 6.7 მლნ ფუნტით.
მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის წილისყრა 16 სექტემბერს გაიმართება. ტურნირი ყატარში 11-დან 22 დეკემბრამდე ჩატარდება.
ჟოზე მოურინიო: „მუშაობა „რეალში“ – საუკეთესო გამოცდილებაა ჩემს კარიერაში“.
„ბარსელონამ“ მესამე ფორმის კომპლექტი აჩვენა. ის ფირუზისფერია რეტრო სტილში. აღსანიშნავია, ორნამენტი, რომელიც ქალაქის გერბის სტილშია გადაწყვეტილი.
„ლივერპულმა“ Football Heroes-სგან მიიღო „წლის გულშემატკივრების პრემია“. სულ კი ჯილდოები 11 ნომინაციაში დაარიგეს. „სოციალური კომუნიკაციის“ ლაურეატი გახდა უეფა, ნომინაციაში „ინოვაცია ფეხბურთში“ – ფიფა გამოარჩიეს VAR-სთვის. „საფეხბურთო პროექტი“ მოიგო ესპანურმა ლა ლიგამ.
დორტმუნდის „ბორუსიას“ სურს კაი ჰავერტცის ყიდვა, მაგრამ „ბარსელონას“, „რეალისა“ და „ბაიერნის“ შანსები მეტია.
ზიდანს უნდა კანტე მიიყვანოს „რეალში“.
არიგო საკი: „პრემიერლიგა ოქროს ხანას განიცდის“.
ლეო მესი: „მინდა ჩემპიონთა ლიგის მოგება. დიდი დრო გავიდა ბოლო გამარჯვებიდან“.
მოჰამედ სალაჰი აგვისტოში „ლივერპულის“ საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს. მან ფირმინიოს და მანეს გაასწრო.
New York Times: არსენ ვენგერი ფიფას ტექნიკური დირექტორი გახდება.
„რეალს“ სურს საჩვენებელი მატჩი მოაწყოს „სანტიაგო ბერნაბეუზე“… ნადალსა და ფედერერს შორის.