LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საუკეთესო მოსწავლეები: ევროპის რამდენიმე ქვეყანამ ეპიდემიის კონტროლი მოახერხა

135
602x338-cmsv2-cb473dd3-abed-5662-a86c-5ced947c60ff-4628978

ავსტრიაში კორონავირუსით  14 000-ზე მეტი დაინფიცირებულია, დაფიქსირდა 360-ზე მეტი გარდაცვალება.

უკვე გაკეთდა 150 ათასი ტესტი და ხელისუფლება გეგმავს, მოსახლეობა ნელნელა დააბრუნოს ნორმალურ ცხოვრებაში.

ევროპაში „ნორმალურ ცხოვრებაში“ დაბრუნების თარიღებს ასახელებენ

ყოველდღიურად კორონავირუსით ათასობით ადამიანი ინფიცირდება, მაგრამ ზოგიერთმა ქვეყანამ კარანტინის შემსუბუქებაზე დაიწყო ფიქრი.

კვირის დასაწყისში ალპურ რესპუბლიკაში მუშაობა განაახლეს პატარა მაღაზიებმა, იგეგმება პარკების გახსნაც.
იზოლაციიდან თანდათანობით გამოსვლა იმიტომ ხდება, რომ  ეპიდემიის ახალი ტალღა არ გამოიწვიონ.  ამ ყველაფერს თან ახლავს მოთხოვნა, რომ მოსახლეობამ პირბადები აუცილებლად უნდა ატარონ.

კორონავირუსის საფრთხის გამო ...

გერმანიაში ჩამოყალიბდა სისტემა, ტოტალური ტესტირების. ამ მომენტისთვის ქვეყანაში გაკეთებულია 1 მილიონ 300 ათასი ტესტი.

იზოლაციის ვადა მიმდინარე კვირას იწურება.

გერმანიის ჯანდაცვის მინისტრი ...

ოთხშაბათს ფედერალური ხელისუფლება სპეციალისტებთან კონსულტაციებს გამართავს, რის შემდეგაც მიიღებენ გადაწყვეტილებას, გააგრძელონ თუ შეამსუბუქონ საგანგებო მდგომარეობა.

დანიაში გერმანიის მსგავსი სიტუაციაა. მიმდინარე კვირას საბავშვო ბაღების გახსნა იგეგმება.

ჩეხეთის მთავრობამ, ევროპაში ...

ჩეხეთში კარანტინი 19 მარტს გამოცხადდა., 7 აპრილიდან ხელისუფლებამ გადაწყვიტა კარანტინის დღეები შეემსუბუქებინათ. მოსახლეობას ქუჩაში ვარჯიშის შესაძლებლობა მიეცა ნიღბების გარეშე. თუმცა მოთხოვნა, რომ დისტანცია დაიცვან, ძალაში რჩება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g