LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საუკეთესო ქართული სტარტაპის ტიტული Treepex-მა მოიპოვა

98

თბილისში სტარტაპების შეჯიბრი – Seedstarstbilisi 2016-ის ფინალი გაიმართა, რომელზეც საუკეთესო ქართული სტარტაპის ტიტული Treepex-მწვანე ლოიალობის პროგრამამ მოიპოვა.

როგორც ”ფორტუნას” ღონისძიების ორგანიზატორებმა აცნობეს, აღნიშნული პროგრამა საქართველოს Seedstar World-ზე წარადგენს და იბრძოლებს მთავარი პრიზისათვის – 500 000 აშშ დოლარის მოცულობის კაპიტალური ინვესტიციის მისაღებად.

მათივე ინფორმაციით,  მეორე და მესამე ადგილი დაიკავეს სტარტაპებმა Lingwing (უცხო ენების დისტანციურად სწავლების ინოვაციური პლატფორმა) და Mosavali (პლატფორმა განვითარებად ქვეყნებში მოღვაწე ფერმერებისთვის ).

”Seedstarstbilisi 2016-ის გამარჯვებულები გამოვლინდა ადგილობრივი წარმატებული ბიზნესმენების და მოწვეული საერთაშრისო ექსპერტების მიერ, მათ შორის იყო „ალიანს ჯგუფი ჰოლდინგისა“ და „ბიას“ გენერალური დირექტორი,  აიეტ კუკავა.  ღონისძიებაზე ასევე გაიმართა  პანელური დისკუსია ჟიურის წევრების და მოწვეული ექსპერტების მონაწილეობით, სადაც ისაუბრეს საქართველოში ტექნოლოგიური საინვესტიციო კლიმატის განვითარების პერსპექტივებზე”, – განაცხადეს ღონისძიების ორგანიზატორებმა.

მათივე ცნობით, ფინალურ ღონისძიებამდე მონაწილე სტარტაპებს პროფესიონალი მენტორების კონსულტაციების მიღების შესაძლებლობაც ჰქონდათ. შესარჩევ ეტაპზე  შეჯიბრით 50-ზე მეტი სტარტაპი დაინტერესდა.

Seedstars–ი საქართველოში მომავალ წელსაც ჩატარდება, მანამდე კი გამარჯვებული Treepex გზავნილს, რომ ერთად გავხადოთ დედამიწა უფრო მწვანე, მიაწვდენს საერთაშორისო ინვესტორებს და განვითარებადი ქვეყნების სტარტაპების ენთუზიასტებს შვეიცარიაში.

ცნობისთვის, Seedstars World S.A შვეიცარიული კომპანიაა, რომელიც ატარებს ექსკლუზიურ შეჯიბრებებს სტარტაპებისთვის განვითარებად და სწრაფად მზარდი ეკონომიკის ქვეყნებში. Seedstars -ის პირველი ადგილობრივი ღონისძიება საქართველოში კი არასამთავრობო ორგანიზაცია Georgian Society of Investement Professionals (GSIP)-ის ორგანიზებით და ალიანს ჯგუფი ჰოლდინგისა და „ბიზნეს ინფორმაციის სააგენტოს“ თანაორგანიზებით ჩატარდა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g